"ძილში მეკვრებოდა სუნთქვა, ვიგუდებოდი..." - რა შეემთხვა გიორგი ნაზღაიძეს

18-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ორი დღის უკან კლინიკაში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

„ვირუსი შემხვდა, რომელმაც სპაზმი გამოიწვია, სასუნთქი გზები მეკეტებოდა. სასწრაფო გამოიძახეს და გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავეყვანე. ერთი დღე საავადმყოფოში ვიყავი.

ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, მკითხულობდა და ღელავდა ჩემზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მწერდნენ როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ემიგრანტებიც. რა გავაკეთოთ, რით დაგეხმაროთო, მეკითხებოდნენ. ყველას უღრმესი მადლობა. 

სხვადასხვა სახის წამალი დამინიშნეს, სპაზმის მომხსნელი... თუ ისევ გამეორდება, უნდა მივიღო. ძილში მეკვრებოდა სუნთქვა, ვიგუდებოდი...“ - გვითხრა ნაზღაიძემ.

წყარო: primetime


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები