"ეს კვარას და ნიცას დახმარებით მოხდა", - ზურიკო დავითაშვილი თავის სიყვარულის ისტორიაზე

17-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ახალგაზრდა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა გაამხილა, თუ სად და როგორ გაიცნო თავისი მეორე ნახევარი, მია გზირიშვილი.

“მია კვარას და ნიცას დახმარებით გავიცანი, რაც სიმართლეა, უნდა ითქვას. "რუბინიდან" რომ  დავბრუნდი, სანამ "ტულაში" გადავიდოდი, 1 თვე ყაზანში მომიწია ყოფნა. მაგ პერიოდში მია ონლაინ, ინსტაგრამზე გავიცანი. რაღაც საუბრები გვქონდა და ასე დავიწყეთ...

საოცარი გოგოა... ვინც გაიცნობს, ყველა მიხვდება. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ფეხბურთში ძალიან დამეხმარა. მომცა ბიძგი, რომ საკუთარი თავი დამებრუნებინა, რომელიც 2 წლის განმავლობაში დაკარგული მქონდა. ჩემს წარმატებაში ერთ-ერთი მთავარი როლი მას მიუძღვის.

ძალიან რთულია, სიტყვებით გამოვხატო მის მიმართ ჩემი სიყვარული. 2 წელია, რაც ვიცნობ. წელიწად-ნახევარია, რაც ერთად ვართ”, - ამბობს ზურიკო "ჯეო თიმთან" ინტერვიუში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები