„თვალი რომ გავახილე, მეორე ფარმაცევტი მადგა თავზე, კაპლით“ - რატომ თქვა აფთიაქმა უარი შეუძლოდ მყოფი ადამიანისთვის წნევის გაზომვაზე?
გთავაზობთ მარიამ მესხორაძის პოსტს უცვლელი სახით, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.
"დღე მშვიდობისა …
ახლა როცა ფიზიკირად თავს კარგად ვგრძნობ, უკეთ ვარ, მინდა დღევანდელი ფაქტის შესახებ მოგიყვეთ… რომელმაც ისე გამაოგნა, ახლა რომ ვიაზრებ, ჯანსაღი გონებით, გულწრფელად მეტირება…
დღეს, დილით ავტოქარხანაში, როგორც კი ხიდზე გადახვალთ… ფეხით მივდიოდი და თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი, ერთადერთი რასაც ვიმეორებდი არ წავიქცე … არ წაიქცე მარიამ, კარგად ხარ, მარტო ხარ მარიამ…
მიჭირდა თვალების გახელა, ვიღაც ქალბატონმა შენიშნა როგორც ჩანს და მოვიდა, რამკითხა არ მახსოვს მაგრამ იქვე სკამი იყო და დამეხმარა დავმჯდარიყავი, ამ დროს ვიღაც ბატონიც მოვიდა სასწრაფოში დარეკვას მთავაზობდა, წყალსაც, ვგრძნობდი როგორ წუხდა და მე უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი და სუნთქვა მიძნელდებოდა…
ამ ბატონმა ხელი მომკიდა, წამოდი არ წაიქცე აქვე აფთიაქიაო და წნევასაც გაგისინჯავენ, დაგვეხმარებიან თან სასწრაფო გამოვიძახოთო.
იმ ქალბატონმა დამტოვა, სხვა მახსოვს არც არავინ მოსულა როცა ირგვლიგ უამრავი ადამიანი იყო…
ამ ბატონმა აფთიაქში შემიყვანა და უცებ რაც ითხოვა სკამი იყო რადგან სიარული მიჭირდა, ვაკონკრეტებ, ეს იყო აფთიაქი
თ ე კ ა ‼️‼️
პირველივე აფთიაქი ‼️‼️‼️
შესვლისთანავე დიდხანს ვიდექი ფეხზე, რადგან ადგილიდან არ გაინძრა ფარმაცევტი და ვიფიქრე ძირს ან სადმე დავჯდე უცებ ვერ ვახერხებდი ფეხზე დგომას ვგრძნობდი როგორ მიმდიოდა გული… ფამრაცევტი კლიენტს ესაუბრებოდა, მხოლოდ ერთი კლოენტი იყო იქ, ქალბატონს ყურადღება არ მოუქცევია, არცერთს… მეორედ გაუმეორა ბატონმა სკამი მოგვაწოდეთ და წნევა გავუსინჯოთ ძალიან ცუდად არის გოგონაო..
ძლივს მოგვაწოდეს სკამი… ჩამოვჯექი და თავიდან დატრიალდა ყველაფერი, ისევ .. კლიენტი ფარმაცევტს ეუბნებოდა : მიაქციეთ ყურადღება მერე ვიყიდი, იყოს, წავალ.
თუმცა მაინც განაგრძო ფარმაცევტმა წამლების ძებნა… კლიენტი გაბრძანდა.. არ დაინტერესებულა მდგომარეობით.
ახლა დავწერ დიალოგს ფარმაცევტსა და იმ მადლიან მამაკაცს შორის , რომელიც მეხმარებოდა, რაც მესმოდა..
-ქალბატონო გაუსინჯეთ წნევა,ძალიან ცუდად არის, გოგონა
-ვერ გავუსინჯავ არ მაქვს უფლება , თქვენს გამო წესს ხომ არ დავარღვევ….
ვეცადე ადგომას, იყოს , არმინდა წავალ სახლშითქო და ავდექი..
როგორც კი ავდექი კართან გონება დავკარგე, არვიცი რამდენხანს გავითიშე თუმცა ამ მამაკაცის თითებით თუ ვიმსჯელებთ, რომელზეც ჩემი კბილები ემჩნეოდა, არც ისე ცოტახანს ცდილობდა მოსულიერებას… თვალი რომ გავახილე, მეორე ფარმაცევტი მადგა თავზე, კაპლით, არვიცი მანამდე იქ იყო თუარა მაგრამ სავარაუდოდ ესმოდა… შემდეგ მომიტანა წამალი, მერე გამისინჯა წნევა( რომლის უფლებაც არ ქონდათ…) ( ამისთვისაც მადლობა, ბოლომდე წაქცეულს, მეორედ რომ არ წამაქცია) ცოტა თავი უკეთ ვიგრძენი და სახლში წამოსვლა მინდოდა.
ამ ბატონმა ტაქსი გამომიძახა და მომაცილა სახლამდე რადგან ძალიან სუსტად, უყველაფროდ ვიყავი, ჩანთასაც ვერ ვიჭერდი…
პირველ რიგში ამ ბატონს არვიცი მადლობა როგორ გადავუხადო, საკმარისიც არ იქნება რადგან ერთადერთი ადამიანი იყო , რომელიც წაქცეულს დაეხმარა, სახელი რომ მეკითხა ან ვინ იყო, ისიც ვერ მოვიფიქრე, უბრალოდ მინდოდა ჩემს სახლში ვყოფილიყავი..
თუმცა არვიცი რაცთქვა იმ ქალბატონზე, რომელმაც ფეხზე ვერ მდგომი ადამიანი, უკან გამომაბრუნა ..
არვიცი რომელი წესი, რომელი კანონი, როგორც არუნდა კრძალავდეს, თან რას კრძალავს? ადამიანი რომ ფეხებთან გიწუხდება გარეთ გაუშვიო? ( მახსოვს მხოლოდ კოვიდის დროს კრძალავდნენ)
მაგ დროს არვიცი, ის ფიქრი არ აქვთ რომ მისი შვილი ან მისი საყვარელი ადამიანი რომ ასეთ მდგომარეობაში , ასე დატოვონ, როგორ ეტკინება?…
ცრემლები მახრჩობს ყველა იქ მყოფი ადამიანის მიმართ….
ასე რამ გაგაცივათ ხალხო… ასე რამ გაგაბოროტად..
ასე რამ გაგყინათ…
თუმცა , მადლობა უფალს, ის ჩემთანაა და გამომიგზავნა ადამიანი რომელმაც მიშველა… სიკეთე არ იკარგება და მგონია, თუკი რამ გულით მიკეთებია, ახლა როცა მე დამჭირდა, უფალმა დახმარების ხელი ამ ადამიანით გამომიწოდა …
ახლა შედარებით თავს უკეთ ვგრძნობ, თუმცა რაც მართლა მინდა იმ ქალბატონს , როცა შევძლებ და მივალ, მინდა ვკითხო
შვილი ან ოჯახის წევრი, გულით საყვარელი ადამიანი გაგაჩნიათ ამ ქვეყნად?…
ძალიან მტკივა გული…
ასე როდის გავიყინეთ ადამიანები…
და ბოლოს, ცოტახნის წინ თავად ამ აფთიაქის მენეჯერა დავურეკე და არ გამიკვირდა, რატომ ყავს ასეთი თანამშრომელი…
დავურეკე იმის გამო რომ ცუდად მყოფი ადამიანისთვის ნამდვილად ეკრძალება კანონით “წნევის გასინჯვა”?
იმის ნაცვლად რომ წუხდეს ამ ფაქტზე, მიმტკიცებს რომ ასეთი რამ არ მომხდარა არ ხდება ა.შ
და სანამ ტელეფონს გავუთიშავდი, ელემენტარული ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოთ სხვა თუარაფერი, როცა თქვენი თანამშრომლის გამო უარეს სიტუაციაში აღმოვჩნდი-მეთქი..
მისი პასუხი:
“მე არც მოვიხდი ბოდიშს და არ მაქვს ბოდიში მის გამო მოსახდელი და კაი ერთი შენი ჭირიმე რა”…
და ტელეფონი გათიშა..
ძალიან ვწუხვარ, სად ვცხოვრობ..“ - წერს მარიამ მესხორაძე.