იქ ბავშვებიც იყვნენ - ჩაქვიდან უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. - ინფორმაციას tv25 ავრცელებს.
დაშავებულთა შორის სამი ბავშვია, ისინი ბათუმის დედათა-ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.
ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები