როგორ ძალიან მინდოდა კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ.. - დედა თინათინი ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭს ემშვიდობება
როგორ ძალიან მინდოდა კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ...გიო დე შეხვედრამდე! - წერს სოციალურ ქსელში ბერია ანდრიას დედა და ფონდის ხელმძღვანელი დედა თინათინი, რომელიც ასე ემოციურად პატარა გიო მურვანიძეს დაემშვიდობა.
როგორც იცით, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უკვე მრავალი წელია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ ოჯახებზე უანგაროდ, დაუღალავად ზრუნავს.
გიორგი მურვანიძე ორი წელია ფონდის შვილობილია. ფეხბურთელობაზე მეოცნებე გიომ სანუკვარი სურვილი, ახლოს ენახა სათაყვანო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, თავის დედობილს, თინათინს გაუმხილა... დედა თინათინმა, ფონდის შვილობილს ოცნება რამდენიმე თვის წინ აუსრულა და შეახვედრა საყვარელ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას.
მძიმე სენით დაავადებული ბავშვის გარდაცვალების შესახებ დღეს ემოციური პოსტი დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ,
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ღმერთთან ხარ, ღმერთს ებარებოდე“ , - დაწერა კვარაცხელიამ.