საშინელ ავარიას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა, რა მოხდა ონში

09-07-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვის, თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

  "ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ", - ნათქვამია მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებაში.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეოს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

  არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები