"ოცნება იგონებს მტრის ხატს გეების სახით..." - ბაია პატარაია "თბილისი პრაიდის" ჩაშლას ეხმაურება
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში "თბილისი პრაიდის" ჩაშლას ეხმაურება.
"ძალა, რომელიც სიძულვილს თესავს და ადამიანების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის წინააღმდეგ გეშავს - ვერასდროს გაიმარჯვებს. ბოროტებაა დღეს ქართული ოცნება, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს ხალხს.
ყველა ქოცი გახდება აგრესიის მსხვერპლი ბოლოს - ასეთია ჟანრის კანონი: რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
ამიტომ, გვიყვარდეს, ხალხო, ერთმანეთი.
ჩვენი ნამდვილი მტერი რუსეთი და რუსეთუმე ხელუსუფალია. ოცნებას ეშინია ნამდვილ მტერთან დაპირისპირების, ამიტომ იგონებს მტრის ხატს გეების სახით. ნუ წამოვეგებით ამ რუსულ პროპაგანდას. მიხედოს ბიძინამ ქართველების ნამდვილ პრობლემებს: სიღარიბეს, უმუშევრობას, ოკუპაციას, ემიგრაციას… არ შეუძლია? მაშინ ნუღა გასყალბებს არჩევნებს და მოგვშორდეს!
სიყვარული გაიმარჯვებს.
სიძულვილი დამარცხდება.
ნუ დავკარგავთ ერთმანეთის სიყვარულს დამპალი რუსეთუმე ქოცების გამო და ნუ ვაქცევთ საქართველოს რუსეთად, სადაც მუდმივად სდევნიან ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით." - წერს იგი სოციალურ ქსელში.