ვინ იყო 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც წუხელ ბორჯომში მოკლეს
ბორჯომში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა კაცი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის საათებში მოხდა.
მოკლული 24 წლის ახალგაზრდა ბორჯომელი დათო ხაჩიძეა, ის ერთ-ერთ კაფეში მუშაობდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ხაჩიძეს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყანეს.
ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქამეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ახალგაზრდაა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები