„ამ კივილის ხმა მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება...“ - ქუთაისის ავარიის თვითმხილველი უმძიმეს დეტალებს იხსენებს
ქუთაისის ავარიის თვითმხილველი უმძიმეს დეტალებს იხსენებს. „პირველები შევესწარით მე და ჩემი ოჯახი ამ უბედურებას. წამებში გაქრა მანქანა. იმწამსვე ყველასთან ვითხოვეთ დახმარება 112-ის საშუალებით.
მაგრამ ამაოდ. ბარდიულზე ძლიერი შეჯახებით გამოწვეულმა ცეცხლმა 10 წუთში ფერფლად აქცია მანქანა. ხეებში ჩაჩეხილი აყირავებული მანქანა, საშინელი შავი ბოლი და ერთ-ერთი გოგოს კივილის ხმა. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ნუთუ იმისთვის მოვაბრუნეთ ჩვენი მანქანა რომ ეს საშინელება მენახა. გოგოს სიკვდილამდე იმის განცდა მქონდა რომ ერთ-ერთი მაინც გადაარჩინა ჩვენმა ზარმა.
სრული შოკი გვაქვს მიღებული. ამდენი ადამიანი ცოცხლად დაიწვა ჩვენს თვალწინ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს ამ უდიდეს ტკივილს. მარადიული სასუფეველი ჰქონოდეთ. მე მუდამ ვილოცებ ამ ანგელოზების სულებისთვის. გემუდარებით იარეთ ნელა“, - წერს ნანა ლეჟავა.