ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

06-07-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეილერში მცხოვრები 19 წლის ტარანა სადიგოვა მშობიარობიდან მალევე გარდაიცვალა. 

გოგომ მშობიარობის მიზნით მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალს“ მაისში მიმართა.

აღნიშნულ ქალს მშობიარობისას მძიმე სისხლდენა აღენიშნებოდა, რის შემდეგაც, ოჯახის დაჟინებული თხოვნით, სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი თბილისში, ხელოვნურ სუნთქვის აპარატთან მიერთებული 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ახლობლები გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას ითხოვენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები