"ზღვაში ამობრუნდა გასაბერი ნავი... სამი ბავშვი გამიყვანეს, მაგრამ..." - ბათუმში 16 წლის ბიჭს ეძებენ

06-07-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ბათუმში 16 წლის ლუკა აბულაძეს ეძებენ. როგორც ცნობილია, გუშინ ლუკა და მისი მეგობრები გასაბერი ნავით ზღვაში გავიდნენ, რის შემდეგაც მოზარდები წყალში გადავარდნენ.

სამაშველომ სამი ბავშვი ნაპირზე გამოიყვანა, ლუკას კი ვერ პოულობენ.

"როგორც მეგობრებმა ამიხსნეს, 4 ბავშვი ე.წ. ბანანით კატერმა შეიყვანა გასასეირნებლად ზღვაში, ამობრუნების შემთხვევაში ეს ბავშვები აღმოჩნდნენ წყალში. სამაშველომ გამოიყვანა სამი. ბავშვები ამბობენ, რომ გამოცურაო, ნაპირზე, ქალაქში არ არის, აუცილებლად მოვიდოდა სახლში. ვითხოვთ სამაშველო სამსახურების ჩართვას და სწრაფ რეაგირებას", - ამბობს ბიძა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები