"საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, 4 ადამიანი გადაარჩინა..." - ქართველი სამხედროს გმირობა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი "მეტი პოზიტივი ერო" პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ გუშინ, გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
გუშინ გამთენიისას გოჩა ნონაშვილმა,რომელიც მსახურობს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის 12 ბატალიონში კაპრალ-სპეციალისტის წოდებით, ჩაიდინა სამოქალაქო გმირობა,მან მსუბუქი ავტომობილიდან, რომელიც იგოეთთან ხეს შეეჯახა თავისი ჯანმრთელობის რისკის ფასად ამოიყვანა ოთხი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მგზავრი და პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე და მისი მოსვლის შემდეგაც აქტიურად ეხმარებოდა მედ პერსონალს. სწორედ გოჩას ძალისხმევით მოხერხდა ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აი,ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო!
ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება ყველამ თითო მოწონება და გაზიარება არ დავიზაროთ,ქვეყანა უნდა იცნობდეს და ჯეროვნად აფასებდეს მის გამორჩეულ მამულიშვილებს!!!" - წერია პოსტში.