"მანქანაში 7 ახალგაზრდა იჯდა..." - ანაკლია-ზუგდდის გზაზე საზარელი ავარია მოხდა
ანაკლია-ზუგდიდის გზაზე უმძიმესი ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც ირკვევა, მაღალი სიჩქარით მოძრავ მანქანაში უსლ 7 ახალგაზრდა იჯდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
დაშავაბულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამწუხაროდ, ორი მათგანის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები