ყველასათვის საყვარელი ნიგვზიანი ხვეულები თამო მეფიშვილის რეცეპტით

15-09-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები წასასმელად

რძე - 2.00 სკ

კვერცხის გული - 1.00 ცალი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

კვერცხის ცილა - 3.00 ცალი

შაქარი - 200.00 გრ

ნიგოზი - 200.00 გრ

ინგრედიენტები ცომისთვის

ვანილი - 1.00 ცალი

კვერცხის გული - 3.00 ცალი

სოდა - 1.00 ჩკ

მაწონი ან არაჟანი - 200.00 გრ

კარაქი ან მარგარინი - 200.00 გრ

ფქვილი - 500.00 გრ

მომზადების წესი

ფქვილი და კარაქი გააფხვიერეთ, დაუმატეთ მაწონი, სოდა, ასევე კვერცხის გული და ვანილი, ცომი უნდა იყოს ელასტიური, შემდეგ დააყოვნეთ მაცივარში 2 საათით.

მოამზადეთ შიგთავსი:

ნიგოზი დააბლენდერეთ, დაუმატეთ შაქარი და კვერცხის ცილა. მასა გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ მასის ერთი ნაწილი, გადაანაწილეთ გულსართი და დაჭერით სამკუთხედებად, გადაახვიეთ.

გადაიტანეთ ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, რძე. გამოაცხვეთ 170-180°ზე, დაახლოებით, 20 - 25 წუთით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები