ჩემი საყვარელი კექსი მინერალური წყლით – მარტივი და უგემრიელესი - მკითხველის რეცეპტი

08-09-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

შაქარი - 120 გ

კვერცხი - 2 ან 3 ცალი

მინერალური წყალი - 130 მ, ძლიერი გაზით

ზეთი - 130 გ

გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

ვანილი

ფორთოხლის ცედრა - 1

ფქვილი - 200 ან 250 გ

შაქრის ან შოკოლადის მინანქარი

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ გამაფხვიერებელი, მინერალური წყალი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ფქვილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა კექსი გავაგრილოთ და სასურველი მინანქარი მოვასხათ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები