წლებია ამ რეცეპტით ვაკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ, საუკეთესოა... ფერიც კარგი აქვს, გემოც და სისქეც - მოამზადეთ კეტჩუპი სახლში

05-09-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

პამიდორი - 5 კგ

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ

მწარე წიწაკა, წითელი - 300 გ

ხახვი - 1 კგ

ვაშლი - 1 კგ

ნიორი - 200 გ

დაფნის ფოთოლი - 10 ცალი

დარიჩინის ჩხირი - 3 ცალი

შაქარი - 1 ჩჭ

ძმარი - 1 ჩჭ

უცხო სუნელი - 1 სკ

ხმელი ქინძი - 1 სკ

კარტოფილის სახამებელი - 3.5 სკ

მარილი

მომზადების წესი

გარეცხილი, გარჩეული, დაჭრილი ბოსტნეული მოვათავსოთ ქვაბში, აქვე შევურიოთ, დაფნა, დარიჩინის ჩხირები და მოვხარშოთ ძალიან კარგად. ბოსტნეული უნდა ჩაიზილოს. შემდეგ გავაცივოთ, გავცხრილოთ და საცერში გავატაროთ, რომ პამიდვრის კაკლები არ გაყვეს. ამის შემდეგ წამოვადუღოთ, დუღილში შევურიოთ შაქარი, ძმარი, მარილი და წინასწარ ცივ სოუსში შერეული კარტოფილის ფქვილი (კარტოფილის ფქვილი, არა მარტო ასქელებს, არამედ ერთგვაროვნებას უწყობს ხელს, ასევე ხდის პრიალას) და მარილი. შემდეგ ვადუღოთ 20 წთ. და უგემრიელესი სოუსი მზად არის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები