4 ინგრედიენტი და უგემრიელესი ესპანური რძის დესერტი მზადაა
თუ არ გსურთ ღუმელის ჩართვა, ეს მარტივი, ნაზი და საოცრად გემრიელი ესპანური დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ. მის მოსამზადებლად საჭიროა 4 ინგრედიენტი და 20 წუთი დრო. შედეგი კი ჰაეროვანი, კრემოვანი და გამორჩეული ტკბილეულია, რომელიც ყველას მოხიბლავს.
ინგრედიენტები
რძე - 400 მლ
შესქელებული რძე - 370 მლ
ნაღები - 200 მლ
ჟელატინი - 12 გრამი
წყალი
მომზადების წესი
ჯამში ჩაასხით რძე, დაამატეთ ნაღები და შესქელებული რძე. ათქვიფეთ მიქსერით დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, სანამ ნაზი და ერთგვაროვანი მასა არ მიიღება.
ჟელატინის მომზადება: პატარა ჭურჭელში ჩაყარეთ სწრაფად ხსნადი ჟელატინი და დაასხით წყალი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით ოთახის ტემპერატურაზე, რომ გაფუვდეს. შემდეგ დადგით წყლის ორთქლზე და გახსენით ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე
გახსნილი ჟელატინი ჩაამატეთ რძის კრემოვან ნაზავს და კიდევ 1 წუთით ათქვიფეთ.
ფორმაში (სილიკონის ან მეტალის) მიღებული მასა ფრთხილად გადაასხით და გაანაწილეთ.
დესერტი მოათავსეთ მაცივრის საყინულე კამერაში მინიმუმ 2 საათით, სანამ სრულად არ გამაგრდება.
რჩევები:შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ერთ დიდ ფორმაში, ისე ინდივიდუალურ ჭიქებში.
ინდივიდუალური პორციების შემთხვევაში ჭიქის ზეთით დამუშავება საჭირო არ არის - დესერტი პირდაპირ ჭიქით შეგიძლიათ მიიტანოთ.
მორთეთ ხილის ნაჭრებით ან ნიგვზით.