ახალგაზრდა ქალი ქმარმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა და... - ქალი ცნობილი კლინიკის ექიმია

05-07-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

თბილისში, ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი ქალი, ქმარმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.

112-ში ქალის მეზობლებმა დარეკეს, რომლებაც განწირული ყვირილი გაიგეს.

ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.

ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენაა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები