"ავარიას 29 წლის ბიჭი ემსხვერპლა, იშვიათად წესიერი, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო - ავტოსაგზაო შემთხვევა წყალტუბოში

28-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 29 წლის ბიჭი დაიღუპა. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

ახლობლების თქმით, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მცხოვრები თაზო შალიკაშვილი გარდაიცვალა.

"იშვიათად წესიერი, პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო. გლოვობს გეგუთი, გლოვობს იმერეთი", – ამბობს ახლობელი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები