ვფიქრობ, ყველაფერი კონკურენტებმა მოუწყვეს... დიდი ხანია ამ სფეროშია, სამკურნალო, სარელაქსაციო მასაჟებს აკეთებს...
ambebi.ge ხატია წერეთლის მეგობართან ინტერვიუს გვთავაზობს:
გურამ შენ თუ გაგიკეთებია ხატიას სალონში მასაჟი?
- დიახ, გამიკეთებია და ძალიან კარგ მასაჟებს აკეთებენ. არის სპეციალური ოთახები გამოყოფილი, სადაც პროცედურა ტარდება.
- როდის დააკავეს?
- ხატია ბოლოს სამი დღის წინ ვნახე, ეს დღეები ანაკლიაში იყო. მისი შვილიც არ გამოდის კონტაქტზე. ძალიან კარგი შვილი ჰყავს, პროგრამისტია, საიტები აქვს და რეკლამებს ჰყიდის სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებზე, გამოვრიცხავ, რომ მისი შვილი დაკავებული იყოს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები