ლეღვის არომატული მურაბა მარტივად - ეს რეცეპტი ჩაინიშნეთ

21-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ვანილი

წყალი - 3 ჭიქა

შაქარი - 3 კგ

ლეღვი - 3 კგ

მომზადების წესი

შაქარს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. ლეღვი გავრეცხოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ. შაქარი და წყალი გავაცხელოთ, რომ სიროფი წარმოიქმნას, ჩავყაროთ ლეღვები და ვადუღოთ 5-7 წთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ ბოლომდე. ასე გავიმეოროთ 3-ჯერ. ბოლოს დავუმატოთ ვანილი. თუ ზამთრისთვის ვაპირებთ შენახვას, მურაბა მდუღარე ჩავასხათ სტერილურ ქილებში და სახურავები კარგად დავაფაროთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები