მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

21-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

ზაფხულის მიწურულს, ამინდი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შემოდგომის დასაწყისს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ბოლო წლებში სექტემბერი აგვისტოს მსგავსია. მომდევნო თვის ამინდის ანალიზზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებ, მანამ კი გეტყვით, რომ - მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება, ხვალ და ზეგ მოიღრუბლება დროდადრო და ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი, 21 აგვისტოს კი მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს.

22 აგვისტოდან - ცხელი და მზიანი ამინდი კვლავ დაბრუნდება, თუმცა ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება და მთაშიც თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ. ფერიცვალებას გილოცავთ",-წერს მეტეოროლოგი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები