ხრაშუნა ნაპოლეონი - მსგავსი რეცეპტი ჯერ არსად გექნებათ წაკითხული

15-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

დარბილებული კარაქი - 400 გ

ფქვილი - 430 გ

კარაქი - 250 გ

წყალი - 170 მლ

ძმარი - 20 მლ

მწიკვი მარილი

შესქელებული რძე - 1 ქილა

მომზადების წესი

ფქვილს დაამატეთ მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. აურიეთ სანამ ქვიშისებურ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ წყალში გახსნილი ძმარი. კარგად აურიეთ, გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი. გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე და გადაკეცეთ 4 ნაწილად, შეაბრუნეთ მაცივარში 1 საათით. გაციებული ცომი 8-9 ნაწილად გაყავით. რომელი ცომიც ჯერ არ გჭირდებათ, მაცივარში შეაბრუნეთ. თითო ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ და გამოაცხეთ 200 გრადუსზე შეწითლებამდე. გააცივეთ ბოლომდე. კრემისთვის დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. თითოეულ ფენას კრემის ძალიან თხელი ფენა წაუსვით. ფენებს წინასწარ უსწორმასწორო ნაპირები ჩამოაჭერით, დაფხვენით და ტორტს ზემოდან მოაყარეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები