ბოსტნეულის ასორტი ზამთრისთვის - საუკეთესო რამ, რისი მომზადებაც ზაფხულში შეიძლება

14-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

მარინადი

ძმარი 9% - 40.00 მლ

შაქარი - 2.00 სკ

მარილი - 1.00 სკ

წყალი - 1.00 ლ

ინგრედიენტები

არინადი

ქინძი

შავი მოცხარის ან ალუბლის ფოთლები

პირშუშხას ფოთოლი

მიხაკი - 4.00 ც

შავი პილპილის მარცვლები - 12.00 ც

დაფნის ფოთოლი - 4.00 ც

წითელი ბულგარული წიწაკა

ნიორი

ხახვი - 2.00 ც

პამიდორი

კიტრი

მომზადების წესი

პირველ რიგში, მარინადს ვამზადებთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარგად ამოურიეთ. დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.

კიტრს დააცალეთ ყუნწები. ბულგარული წიწაკა გაარჩიეთ და ჩხირებად დაჭერით. ხახვი გაარჩიეთ და სიგრძეზე დაჭერით.

სუფთა ქილებში ჯერ პირშუშხას ფოთლები ჩაალაგეთ, შემდეგ ქინძი, თითო-თითო დაფნის ფოთოლი,შავი მოცხარის ან ალუბლის ფოთლები და 3-3 ც შავი პილპილის მარცვალი. ამის შემდეგ კიტრი მჭიდროდ ჩაალაგეთ. ასევე ჩააწყვეთ ცხარე და ტკბილი წითელი წიწაკა, 3-4 კბილი ნიორი, პამიდორი, ხახვი. ასე ამოავსეთ ქილები. ბოსტნეულის რაოდენობა თქვენი გემოვნებისამებრ განსაზღვრეთ.

დავუბრუნდეთ მარინადს: რომ ადუღდება, გადმოდგით, ცოტათი გააგრილეთ და ძმარი დაუმატეთ. კარგად მოურიეთ და ქილებში გადაანაწილეთ.

ბოლოს ქილები წესისამებრ გაასტერილეთ (1-ლიტრიან ქილას 8 წუთი სჭირდება, 2-ლიტრიანს - 12, 3-ლიტრიანს - 15) და მოხუფეთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები