სხვა მურაბა ახლოსაც ვერ მივა! - ნესვის მურაბა ზამთრისთვის
ინგრედიენტები
კონიაკი - 2 სკ
ნესვი, დაჭრილი და გასუფთავებული - 1 კგ
შაქარი - 1 კგ
წყალი - 1 ჭიქა
მომზადების წესი
ნესვს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. მოვასხათ კონიაკი, დავაყაროთ 600 გ შაქარი და დავდგათ ორი საათით მაცივარში. დარჩენილი შაქრისა და წყლისგან მოვხარშოთ სიროპი და დავასხათ ნესვს. დავტოვოთ ასე 8-9 საათი. შემდეგ წამოვადუღოთ, და ვხარშოთ სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროპი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები