უგემრიელესი ატმის კომპოტი ზამთრისთვის - საიდუმლო რეცეპტი

10-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

მომზადების წესი

ყვითელი ატამი კარგად გავრეცხე და გავასუფთავე ბუსუსებისგან. ატამი არ გამიფცქვნია. თითოეულ ატამს კურკის გარშემო შემოვატარე დანა და შემდეგ შემოვატრიალე ხელით. ერთი ნახევარსფერო კურკისგან თავისუფალი დარჩა, მეორეს კი დანის წვერით ამოვუღე კურკა. თითოეული ნაწილი კიდევ დავჭერი ნაჭრებად.

3 ლიტრიან ქილებში ჩავყარე დაჭრილი ატამი, დავაყარე 3 ჭიქა (200-გრამიანი) შაქარი (ატმის სიტკბოს მიხედვით, დააკელით ან დაამატეთ), დავასხი წყალი, დავაფარე თუნუქის სახურავები და გავასტერილე.

ადუღებიდან 30 წუთში მოვხუფე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები