სამოთხის ვაშლის მურაბა ციტრუსის არომატით - უგემრიელესია
ინგრედიენტები
ვანილი
ლიმონი - 2.00 ნაჭერი
შაქარი - 1.00 კგ
წყალი - 300.00 მლ
სამოთხის ვაშლი - 1.00 კგ
მომზადების წესი
ვაშლს მოვაჭრათ წვერები, ყუნწები კი დავუტოვოთ, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და 15 წუთით მდუღარე წყალში მოვათავსოთ.
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ვაშლები გადავწუროთ, ჩავყაროთ სამურაბე თასში, დავასხათ სიროფი და გავაჩეროთ 5 საათი, შემდეგ დავდგათ ცეცხლზე. როცა მურაბა ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და 5 წუთი ვადუღოთ, შემდეგ გავაცივოთ, დავაწუროთ ლიმონი და ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ.
როცა სიროფი დაიწმინდება და ვაშლი დარბილდება, მურაბა მზადაა. ცხელ მურაბას შევურიოთ ვანილი და ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები