ნაყინი - ბავშვობის გემოს მიიღებთ ამ რეცეპტით
ინგრედიენტები
ვანილი - 1 შეკვრა
მაღალპროცენტიანი ნაღები - 300 მლ
კვერცხის გული - 3 ცალი
შაქარი - 150 გრ
რძე - 0.5 ლ
მომზადების წესი
1. გაათბეთ რძე 36 გრადუსამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ. 2. დაუმატეთ შაქარი და ვანილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე თან ურიეთ, მასა რომ გასქელდება გადმოდგით და გააგრილეთ. 3. კარგად ამოიყვანეთ მაღალპროცენტიანი ნაღები. ფრთხილად შეურიეთ უკვე მომზადებულ მასას და შედგით საყინულეში რამდენიმე საათი. (გაყინვის პერიოდში საჭიროა ამოურიოთ 3-4 ჯერ).
გემრიელად მიირთვით !
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები