სასწაულად გემრიელი გამოდის... ჩემს ოჯახში გიჟდებიან ამ კერძზე - მწვანე ლობიოს მობრაწულა

06-08-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

დაკონსერვებული ფრანგული მწვანე ლობიო - 400 გ

მარილი - 0.5 ჩკ

ზეთი - 1 სკ

კარაქი - 2 სკ

ნიორი - 2 კბილი

კვერცხი - 4 ცალი

გახეხილი სულგუნი - 150 გ

წყალი

ფქვილი - 1 სკ

საფანელი

კარაქი

მარილი

მომზადების წესი

ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და 1/2 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ მწვანე ლობო და მოვშუშოთ 10 წუთი. სურვილისამებრ შევურიოთ მარილი და პილპილი. ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ლობიო ჩავდოთ ფორმაში, კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ ცოტაოდენი წყალი, ფქვილი და ყველი, შემდეგ მოვასხათ ლობიოს. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები