ცნობილია, თბილისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი სკუტერის მძღოლის ვინაობა

გიორგი ამილახვარი
Aa

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა.

ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით გარდაცვლილი ბესო თოდუაა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები