სადღესასწაულო სუფრას რომ დაამშვენებს, ისეთი კერძია - უგემრიელესი გერმანული ხორციანი ხვეულა
ინგრედიენტები
სავოის კომბოსტო ან კოლრაბი (კეჟერა ფხალის ფოთლები) - 1 თავი
ხორცის ფარში - 500 გ
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 1 ცალი
კარტოფილი, მოხარშული - 500 გ
ზეთი
მარილი და პილპილი
კვლიავი
მომზადების წესი
კომბოსტოს ფოთლები მდუღარე მარილიან წყალში მსუბუქად მოვწალოთ. ფარშს შევურიოთ დაკეპილი ხახვი, კვერცხი, კვლიავი, მარილი და პილპილი, მივცეთ მოგრძო ფორმა. დავფინოთ კომბოსტოს ფოთლები, შიგ შევახვიოთ ფარში და შევკრათ ძაფით, რომ არ გაიხსნას შეწვის დროს. ასე მოვამზადოთ 4 ცალი ხვეულა და გაცხელებულ ზეთში ყველა მხრიდან შევბრაწოთ, შემდეგ დავასხათ წყალი და 20 წუთი ვშუშოთ. მივირთვათ მოხარშული კარტოფილის თანხლებით.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები