უგემრიელესი სამარხვო კერძია... ამ რეცეპტით სასწაული გამოდის - სოკოს ჩაშუშული თეთრი ღვინით

30-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ქამა სოკო - 1 კგ

ხის სოკო - 1 კგ

წითელი ხახვი - 3 თავი

თეთრი ღვინო - 10 გ

დაფნის ფოთოლი - 3 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა - 3 ცალი

მარილი და პილპილი

ქინძი და ოხრახუში

მომზადების წესი

1 კგ ქამა სოკო და 1 კგ ხის სოკო გასუფთავებული შევწვით ზეთში. ცალკე ტაფაზე 3 თავი წითელი ხახვი მოვშუშეთ, დავამატეთ ოქროსფრად დაბრაწული ორივე სოკო, დავასხით 100 გრ თეთრი ღვინო, დავადეთ 2-3 ფოთოლი დაფნა, დავაფარეთ თავი და ნელ ცეცხლზე ჩავშუშეთ. შემდეგ მოვაყარეთ წვრილად დაჭრილი 2-3 ცალი წითელი ბულგარული და ასევე მარილი და შავი პილპილი. ბოლოს კი წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები