მოსალოდნელ ამინდზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეებში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
„30-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები