საქართველოში აქამდე ეს არასდროს დაგვიფიქსირებია... მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან - სინოპტიკოსთა პროგნოზი

28-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე­ ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონა­კლისი... "კვირის პალიტრის" სტუმარია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი­ ნინო ჩხობაძე.

- თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერა­ტურა დაფიქსირდა - 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის.­ სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.

წყარო: kvirispalitra.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები