რითი ჩავანაცვლოთ მაიონეზი - უნიკალური რეცეპტი

25-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

თუკი რაიმე მიზეზის გამო არ იყენებთ მაიონეზს, გთავაზობთ სოუსის რეცეპტს, რომელიც უგემრიელესია და რაც მთავარია, ნაყიდი კი არა, თქვენი ხელით არის დამზადებული.

მარილი და პილპილი

არაჟანი - 7 სკ

მდოგვი - 1 ჩკ

ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი - 1 სკ

ზეითუნის ზეთი - 3 სკ

მომზადების წესი

ერთმანეთში შეურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი და პილპილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.დაუმატეთ არაჟანი და კვლავ კარგად აურიეთ.ეს სოუსი ძალიან უხდება ყველანაირ სალათს, რომელშიც საჭიროა მაიონეზეი. შეგიძლიათ წაუსვათ ბუტერბორდზეც კი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები