ტკბილი წიწაკის მწნილი - გამოდის ხრაშუნა და გემრიელი

25-07-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ასპირინი

ძმარი

მარილი

ნიორი

დაფნა

ნიახური

წიწაკა

მომზადების წესი

დაკრიფეთ წიწაკა და გაშალეთ სამი დღით, ცოტა რომ მოჭკნეს. შემდეგ გარეცხეთ კარგად და ოდნავ წვერებში ჩააჭერი. ქილებში ჩააფინეთ ნიახური, დაფნა, ნიორი და ჩააწყვეთ წიწაკა.

დაასხით მდუღარე წყალი და დააფარეთ თავზე. წყალი რომ გაცივდება, გადაასხით. წიწაკა დაიწევს, ერთი ქილიდან მეორე ქილაში გადაავსეთ და კარგად დატენეთ, რადგან წიწაკა მოიწალება მდუღარე წყალს რომ დაასხამთ და ნახევარი ქილა გახდება. ქილას რომ გადაავსებთ, დაუმატეთ რამდენი ლიტრიცაა იმდენი სუფრის კოვზი სავსე მარილი, ძმარი, სალიცინი და ისევ დაასხით სხვა ადუღებული წყალი. დაახურეთ პლასტმასის სახურავი და გააჩერეთ სანამ არ დადუღდება. დადუღების შემდეგ, მოხუფეთ და ზამთრისთვის გექნებად ხრაშუნა და უგემრიელესი წიწაკის მარინადი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები