ორაგულის უხა მარტივადნაცადი რეცეპტია, გამოდის ძალიან გემრიელი, აუცილებლად სცადეთ -
ინგრედიენტები
ორაგული - 400 გ
კარტოფილი - 2 ან 3 ცალი
ოხრახუში - 1 კონა
კამა - 1 კონა
პილპილის მარცვლები - 10 მარცვალი, (მიქსი)
ხახვი - 1 ან 2 თავი
წყალი - 1.5 ლ
მარილი
ლიმონი
მომზადების წესი
ორაგული მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ და მარილიან წყალში მოვხარშოთ, თევზი ამოვიღოთ, ბულიონი გადავწუროთ, ჩავაბრუნოთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბებად და გარჩეულ ხახვთან და ახალდაფქულ პილპილთან ერთად მოვათავსოთ მდუღარე ბულიონში. კარტოფილი რომ მოიხარშება, თევზის ნაჭრები ფხებისგან გავარჩიოთ და დაჭრილი მწვანილის თანხლებით ჩავუშვათ ბულიონში. წვნიანი სუფრაზე ლიმონის ნაჭრებთან ერთად მივიტანოთ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები