უჰ, ეს არის საოცრება... ისეთია თითებს ჩაიკვნეტთ - ყაურმა თეთრი ღვინით

გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

საქონლის გულ-ღვიძლი - 1 კგ

ხახვი - 3 თავი

თეთრი მშრალი ღვინო - 200 მლ

დაფნის ფოთოლი

მარილი

წითელი წიწაკა, დაღერღილი

ზეთი

მომზადების წესი

გასუფთავებული საქონლის გულ-ღვიძლი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ზეთი და მაღალ ცეცხლზე კარგად მოვბრაწოთ. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, დაღერღილი წიწაკა, მარილი, დავასხათ ღვინო და ცოტა წყალი. დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 1.5-2 სთ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები