თბილისში ავარიას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე მოხდა – ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ცნობითვე, 17 წლის ბიჭმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები