ტრაგედია იმერეთში - ავარიას მამა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ, დედა მძიმე მდგომარეობაშია
ტრაგედია დატრიალდა იმერეთში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი - კლინიკაშია. მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან დათო არშილავა და მისი მცირეწლოვანი შვილები. ხოლო მამაკაცის მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია და ის კლინიკაში იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები