ბადრიჯანი მაიონეზითა და პომიდვრით - ძველი რეცეპტი, რომელიც პოპულარობას არ კარგავს
ინგრედიენტები
მაიონეზი
მარილი და წიწაკა
ნიორი
ქინძი,ოხარახუში,რეჰანი
ხახვი
ნაკლებმარილიანი ყველი
პომიდორი
ბადრიჯანი
მომზადების წესი
1. ბადრჯანი ჩავჭრათ ფენებად, ოღონდ არ დავაცალკევოთ. შევწვათ ფრთხილად ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
2. ზეთში მოშუშულ ხახვს შევურიოთ კუბიკებად დაჭრილი ყველი, პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, მარილი, წიწაკა და მაიონეზი.
3. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩავალაგოთ შემწვარი ბადრიჯანი და თითოეულის ფენები ამოვავსოთ მომზადებული გულსართით.
4. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ყველი არ გადნება.
გემრიელად მიირთვით!
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები