ნოე 10 წლის ნანატრი შვილია და უფრო მეტად შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა – დუეტ ლეონის წევრები შვილთან ურთიერთობის შესახებ

24-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

დუეტ „ლეონის“ წევრები – ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი შვილთან, ნოესთან ერთად, გადაცემას „დღის პოსტი“ ესტუმრნენ.

მათ გადაცემაში ისაუბრეს როგორც თავიანთ კარიერაზე, ისე შვილთან ურთიერთობაზე.

„ჩვენი დილა, როგორც წესი, კარგ განწყობაზე იწყება. ძირითადად ვცდილობთ ნოე ჩვენთან ერთად იყოს, თუ ვერ მიგვყავს სხვადასხვა გასტროლზე ბებოსთან ან ძიძასთან ვტოვებთ.

თუმცა, შეძლებისდაგვარად, ნოე ყველგან თან მიგვყავს. ვიდეოების გადაღება სპონტანურად დავიწყეთ – ნოეს ხასიათისა და ჩვენი დატვირთული გრაფიკის შესაბამისად. მას ეს პროცესიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ჩვენც გულწრფელი სიხარულით ვიღებთ ამ გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველაზე პოპულარული ვიდეოები სწორედ ნოეს მონაწილეობით შეიქმნა.

შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი თილისმა და ნამდვილი მარგალიტია. ნოე 10 წლის ნანატრი შვილია და უფრო მეტად შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა.“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები