სასწაული აჯიკა - რეცეპტი, რომელსაც 20 ათასზე მეტი გაზიარება აქვს

23-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ეს რეცეპტი ელგა ტაბატაძემ გაგვიზიარა. მოცემული ინგრედიენტები გათვლილია 14–15 ლიტრზე. ამ წესით მომზადებული აჯიკა ასპირინის გარეშეც შეინახება, ასე რომ, შეგიძლიათ არ დაუმატოთ.

მკითხველების რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს.

ინგრედიენტები

გატარებული ნიორი - 1.00 ჭიქა

ყვითელი ზაფრანა ნახევარი ჭიქა

ხმელი ქინძი - 1.00 ჭიქა

უცხო სუნელი - 1.00 ჭიქა

ტომატი - 1.00 ლ

ზეთი - 2.00 ლ

ჭარხალი - 1.00 კგ

სტაფილო - 1.00 კგ

წითელი წიწაკა - 1.00 კგ

წითელი ბულგარული წიწაკა - 10.00 კგ

მომზადების წესი

1.წიწაკა, სტაფილო და ჭარხალი გაატარეთ ხოცსაკეპ მანქანაში.

2.ჩაასხით ქვაბში ზეთი. როდესაც კარგად გაცხელდება –დაამატეთ ტომატი.კარგად მოურიეთ და ჩაასხით გატარებული მასა.

3. ადუღეთ 2 საათი.

4. კარგად ადუღების შემდეგ დაუმატეთ: უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ზაფრანა და გატარებული ნიორი.

5. ადუღეთ კიდევ 15 წუთი. დაუმატეთ ასპირინი, მარილი და ჩაასხით ქილებში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები