ამინდი საქართველოში მკვეთრად უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება

22-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისის გვიანი საღამოდან 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი  ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით  დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლერება.   

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები