სახლურს ვერაფერი ჯობს - „კარალევსკი“ ნამცხვრის რეცეპტი
ინგრედიენტები
კარაქი - 600 გ
კვერცხი - 3 ცალი
მაწონი - 1 ჭიქა
რძე - 1 ლიტრი
შაქარი - 4 ჭიქა
კაკაო
ფქვილი
სოდა
რძე - 1 ლ
შაქარი - 2 ჭიქა
ფქვილი - 1.5 ჭიქა
კარაქი - 300 გ
მომზადების წესი
300 გრ. რბილი კარაქი კარგად ამოვიყვანოთ. შევურიოთ 2 ჭ. შაქარი, 3 ც. კვერცხი, 1 ჭ. მაწონი 1ჩ/კ სოდა 1 ს/კ ძმრით და 3.5 ჭ. ფქვილი. ეს ცომი გავყოთ სამ ნაწილად. ერთი თეთრი ფენა გამოვაცხოთ ცალკე, დანარჩენ 2 ნაწილს შევურიოთ 3 ს/კ კაკაო და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. მასა უნდა დავასხათ ცივ ცხიმმოსმულ ყალიბში (ჟაროვნია) და ფქვილიანი ხელით გავიყვანოთ. ცოტა რთულია მაგრამ გადის კარგად. გამოვაცხოთ ცხელ ჰაერღუმელში. მე გაზის ღუმელი მაქვს და 80° ზე გამოვაცხვე. ელექტროღუმელს უნდა 100°. ფენები გამოშრეს მაგრამ არ გახმეს.
კრემის მომზადება:
1 ლ. რძე, 2 ჭ. შაქარი და 1.5ჭ. ფქვილი ავურიოთ, მოვადუღოთ ფაფა და გავაცივოთ.ამივიყვანოთ 300 გრ. კარაქთან.