ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა - ძალიან მაგარი ამბავი ნუკი კოშკელიშვილის შესახებ
ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი, ნუკი კოშკელიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა გულახდილობით. ის სოციალურ ქსელებში გამომწერებს თითქმის ყოველ დღე უზიარებს დეტალებს ცხოვრებიდან.
ბოლო პერიოდში ნუკი კოშკელიშვილის გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ის ნაკლებად აქტიური იყო სოციალურ ქსელებში და აღარ დებდა "ლუქების ვიდეოებს". ხშირად ისმოდა შეკითხვები მისი წონის მატებასთან დაკავშირებითაც. ნუკიმ, როგორც ყოველთვის, არ დააყოვნა და მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიხარულო სიახლე გაუზიარა საზოგადოებას. მან მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორსულობის დადებითი ტესტი უჭირავს ხელში. "ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა," - წერს ნუკი.
"წინა პოსტზე ვიღაცებმა დამიწერეს, რომ ვარ მახინჯი. როცა ადამიანი მახინჯია, ასე თქმა არ შეიძლება, უზრდელობაა. ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით: დიდი ცხვირი მაქვს, დაღრეცილი ტუჩი, დაბადებიდან მაქვს კუნთის დისტროფია, მაქვს თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ანგრეულ ბინაში, ახლა, სულ ცოტა ხნის წინ მუცელიც მომეშალა, ჩემმა შვილმა ლაპარაკი დაიწყო 4 წლის ასაკში, ალბათ, დედადაც არ ვვარგივარ, რაც შეეხება ამ კომენტარებს, თუ ამან თქვენ ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია. წარმატებებს გისურვებთ, მე შევხედე ყველას პროფილს და ძალიან ლამაზები იყავით ყველანი, ყოველ შემთხვევაში ჩემს თვალში," - წერდა ნუკი.
ნუკი, ფაქტობრივად, ორ ქვეყანაში ცხოვრობს - საქართველოში და ამერიკაში. ის რამდენიმე თვეს ამერიკაში ატარებს, შემდეგ კი შვილთან ერთად საქართველოში ბრუნდება. მისი ამერიკელი მეუღლე, ბენი, ასევე ხშირად სტუმრობს ცოლის სამშობლოს.