7 მიზეზი, რატომ უნდა შეწყვიტო ინგრედიენტების საყიდლად სიარული
გემრიელი კერძები ყველას უყვარს. ბევრს მათი მომზადების პროცესიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გურმანებმა იციან, რომ განსაკუთრებული კერძის საიდუმლო ინგრედიენტების ხარისხშია. ჯანსაღი პროდუქტი ათასჯერ უფრო გემრიელია.
ხშირად გემრიელი კერძის მომზადებაზე უარს მხოლოდ იმის გამო ვამბობთ, რომ მასში შემავალი ინგრედიენტების შეძენა ყველგან არ არის შესაძლებელი, კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლას კი ხან მოუცლელობის გამო ვერ ვახერხებთ და ხან - საცობების.
სად შეგვიძლია შევიძინოთ იმ კერძისთვის პროდუქტი, რომლის მომზადებაც გადავწყვიტეთ? -ამ კითხვაზე ალბათ ერთი, უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ზოგი მხოლოდ ჰიპერმარკეტებს ენდობა, ზოგს აგრარულ ბაზარში ურჩევნია წასვლა. თუმცა, არც ერთია იდეალური გამოსავალი და არც მეორე.
აი, რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა თქვათ უარი ინგრედიენტების საყიდლად სიარულზე:
1. მართალია, ჰიპერმარკეტებში თითქმის ყველაფრის ყიდვას შეძლებთ, მაგრამ სამაგიეროდ, კონკრეტული კერძისთვის პროდუქტის ძებნაში დახარჯავთ დაახლოებით 40 წუთს.
2. თუ გაგიმართლათ, სასწორისა და სალაროს რიგში მხოლოდ 15-20 წუთი იდგებით.
3. რაც შეეხება გზას, დიდი ალბათობით, საცობში მოხვდებით, რაც დამეთანხმებით, ნერვების მომშლელიცაა და ამავე დროს სასურველი კერძის მომზადების ხალისსაც გაკარგვინებთ.
4. გაუთვალისწინებელი ხარჯი. როდესაც ჰიპერმარკეტში კონკრეტული პროდუქტის საყიდლად შედიხართ, თითქმის ყოველთვის იმაზე მეტ პროდუქტს ყიდულობთ, ვიდრე გჭირდებათ. შესაბამისად, ხარჯიც იზრდება. ჰიპერმარკეტები სპეციალურად ისე არის მოწყობილი, რომ იმპულსური შენაძენისკენ გიბიძგებთ. სტატისტიკის თანახმად, მომხმარებელის მიერ ჰიპერმარკეტში შეძენილი პროდუქტის 60 % დაუგეგმავად არის შეძენილი.
5. მეორეს მხრივ, არც ბაზარში ვაჭრობაა კომფორტული. დიდი პრობლემაა პარკინგი და იქ წარმოდგენილი პროდუქტის სანდოობაც საეჭვოა. გარეთ ნაყიდი ხორცი და რძის ნაწარმი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უმაცივროდ, თაკარა მზეზე დევს, ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია.
6. რას აკეთებთ, როცა პატარა გყავთ და ვერავის უტოვებთ? თან მიგყავთ. ეს კი დაგვეთანხმებით, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ბავშვისთვისაც დამღლელია, ზოგიერთისთვის კი - „მიყიდე, მიყიდეს“ -ს მიზეზი. ხშირად ამ მიზეზის გამოც უარს ამბობთ საყიდელებზე წასვლასა და სასურველი კერძის მომზადებაზე.
7. მძიმე პროდუქტების ტარება, საუკეთესო შემთხვევაში, მანქანიდან სახლამდე მაინც მოგიწევთ. ამასთან დიდია ალბათობა, რომ პროდუქტები დაზიანდეს (ბოსტნეული და ხილი დაიჭყლიტოს, ხოლო კვერცხი გატყდეს).