ქართველმა მაშველებმა დაშავებული მამაკაცი გადაარჩინეს

18-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ალ­პურ ზო­ნა­ში მყო­ფი და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თუ­ლო­ბით, მო­ქა­ლა­ქე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­ხეთ­ში, სო­ფელ არ­თა­ნა­დან ზღვის დო­ნი­დან 2800 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, ალ­პურ ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და 7 პი­როვ­ნე­ბა, ქვა­თაც­ვე­ნის შე­დე­გად, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო და ესა­ჭი­რო­ე­ბო­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები