ტყემალი მკითხველის თხოვნით - დაუჯერებელი რეცეპტი

გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

შაქარი

მარილი

დაფქული წითელი წიწაკა - 1 ჩკ

ნიორი - 5 კბილი

კამა - 100 გრ

აყვავებული ქინძი - 100 გრ

ტყემალი - 2 კგ

მომზადების წესი

1. ტყემალს მოაცალეთ ყუნწები, ჩაყარეთ ქვაბში და დადგით ძალიან ნელ ცეცხლზე, რათა წვენის შეყენება მოასწროს და არ ჩაგეწვათ. რომ მოიხარშება (ადუღებიდან მალევე მოხარშულია) გადმოდგით და გააცივეთ. 2. გარეცხეთ აყვავილებული ქინძი და კამა, გაატარეთ ხორცსაკეპში ნიორთან ერთად. 3. მოხარშული ტყემალი გახეხეთ ცხრილზე, შეაზავეთ გატარებული მწვანილით, უყავით მარილი, მსხვილად დაფქვილი წითელი წიწაკა, შაქარი და თუ სქელი მოგეჩვენათ გაათხელეთ საკუთარი წვენით ან წყლით. 4. გააჩერეთ 1 საათი, გაუსინჯეთ გემო და მხოლოდ შემდეგ ჩაამატეთ მარილი ან წიწაკა, თუკი მოგეჩვენათ რომ სიცხარე აკლია. ამ წესითვე შეგძლიათ მოამზადოთ ზამთრისთვის შესანახი ტყემალი, უბრალოდ დაუმატეთ ასპირინი (კონსერვებისთვის).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები