უმარტივესი შოკოლადის ნამცხვარი მხოლოდ 6 წუთში - მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ

15-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ამ რეცეპტით ნამცხვარი ცხვება 3 წუთში მიკროტალღურ ღუმელში. თუკი ჩვეულებრივ ღუმელში გსურთ გამოცხობა, 180 გრადუსზე 30-40 წუთი დასჭირდება.

ინგრედიენტები

მინანქარი

მიწისთხილი

ზეთი

შოკოლადი - 150.00 გ

ნამცხვარი

თბილი წყალი - 300.00 მლ

ზეთი - 100.00 მლ

შაქარი - 130.00 გ

გამაფხვიერებელი - 10.00 გ

კაკაო - 30.00 გ

ფქვილი - 220.00 გ

მომზადების წესი

ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი გაცერით, დაუმატეთ შაქარი, ზეთი და თბილი წყალი. კარგად გათქვიფეთ.

ეს მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (ჩვენთან 16X26 სმ) და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 3 წუთით.

გამომცხვარ ბისკვიტს თავი გადაუსწორეთ და მოასხით მინანქარი (შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ ზეთი და კარგად ამოურიეთ, სურვილისამებრ დაუმატეთ მიწისთხილი).

გემრიელად მიირთვით!


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები